photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 35


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა.

1

დასასრულსა, მონისა ღმრთისა ფსალმუნი დავითისი

2 ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე. 2 თქჳს უსჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა.
3 რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს. 3 რამეთუ ზაკვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა.
4 მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას. 4 სიტყუანი პირისა მისისანი - უსჯულოებაჲ და ზაკვა, არა ინება მან გულისჴმის-ყოფა კეთილისა.
5 უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს. 5 უსჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არაკეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.
6 უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე. 6 უფალო, ზეცასა არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ვიდრე ღრუბელთამდე;
7 სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო. 7 სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო,
8 რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს. 8 ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო. ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.
9 დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ. 9 დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ.
10 რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს. 10 რამეთუ შენგან არს წყარო ცხორებისა და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.
11 მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს. 11 მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.
12 ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე. 12 ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისა და ჴელი ცოდვილისა ნუ შემძრავნ მე.
13 იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა. 13 მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდება

 

კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 650 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar