1 |
დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ
მებრძოლთ. |
1 |
საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; |
2 |
მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად. |
2 |
აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. |
3 |
იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს
სულს: „შენი მხსნელი ვარ". |
3 |
განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ
სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე. |
4 |
შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და
სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი. |
4 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა;
მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. |
5 |
შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს
ისინი. |
5 |
იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ
მათ; |
6 |
იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს
მათ. |
6 |
იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან
დევნნეს იგინი. |
7 |
რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ
არცხვენდნენ ჩემს სულს. |
7 |
რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ
აყუედრებდეს სულსა ჩემსა. |
8 |
და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა,
თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ; |
8 |
ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ
დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ. |
9 |
ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით. |
9 |
ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა
მისითა. |
10 |
ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ
იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან. |
10 |
ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ?
რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი -
მიმოდამტაცებელთაგან მისთა. |
11 |
აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას
მკითხავენ. |
11 |
რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რა-იგი არა უწყოდე,
მკითხვიდეს მე. |
12 |
სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ. |
12 |
მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისა
იზრახეს. |
13 |
ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით
ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა. |
13 |
ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი
მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. |
14 |
როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე
დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი. |
14 |
ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა
მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. |
15 |
ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს
წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
|
15 |
და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,
|
16 |
პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
|
16 |
განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით
შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. |
17 |
უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან,
ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი. |
17 |
უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და
ლომთაგან მხოლოდშობილება ჩემი. |
18 |
მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
|
18 |
აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა
გაქებდე შენ. |
19 |
არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ
თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს. |
19 |
ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს
მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. |
20 |
რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ
მზაკვრობას ფიქრობენ. |
20 |
რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა
განიზრახვიდეს. |
21 |
ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
|
21 |
განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა
ჩუენთა. |
22 |
შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
|
22 |
იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.
|
23 |
გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო,
ჩემი დავის გასარჩევად. |
23 |
განიღჳძე, უფალო, და მოხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და
უფალო, შჯასა ჩემსა. |
24 |
გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე. |
24 |
მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა
უხარის ჩემ ზედა. |
25 |
ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ
იგი. |
25 |
ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა! ნუცა იტყჳედ,
ვითარმედ: შთავნთქათ იგი. |
26 |
შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია,
სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა. |
26 |
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა
ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
|
27 |
იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან
მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი. |
27 |
იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე
ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისა.
|
28 |
და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.
|
28 |
და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
|