1 |
დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა.
|
1 |
ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა
იგი და წარვიდა |
2 |
განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
|
2 |
ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი
პირსა ჩემსა. |
3 |
უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
|
3 |
უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.
|
4 |
ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
|
4 |
განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
|
5 |
მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი
განსაცდელისგან. |
5 |
გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა
მე. |
6 |
მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა. |
6 |
მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.
|
7 |
აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან
იხსნა. |
7 |
მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა
მისთაგან იჴსნა იგი. |
8 |
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს
მათ. |
8 |
დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს
იგინი. |
9 |
განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც
მასზეა მინდობილი. |
9 |
განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი,
რომელი ესავს მას. |
10 |
მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება
მოშიშებს მისას. |
10 |
გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს
ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა. |
11 |
ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს
არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. |
11 |
მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა
ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა. |
12 |
მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
|
12 |
მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.
|
13 |
ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
|
13 |
ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
|
14 |
შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი
სიტყვებისაგან. |
14 |
დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;
|
15 |
ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.
|
15 |
მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი
მას. |
16 |
უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი
ლოცვისაკენ. |
16 |
თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
|
17 |
პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან
მათი სახსენებელი. |
17 |
პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით
საჴსენებელი მათი. |
18 |
მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან. |
18 |
ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან
იჴსნნა იგინი. |
19 |
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. |
19 |
მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა
აცხოვნნეს. |
20 |
მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი. |
20 |
მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი
უფალმან. |
21 |
ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება. |
21 |
დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა
შეიმუსროს. |
22 |
მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
|
22 |
სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი,
უსჯულოებენ. |
23 |
იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა
მინდობილი. |
23 |
იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა,
რომელნი ესვენ მას. დიდება |