1 |
იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება. |
1 |
იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ. |
2 |
ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას. |
2 |
აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა
უგალობდით მას. |
3 |
უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით. |
3 |
აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
|
4 |
რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
|
4 |
რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი
სარწმუნოებით არიან; |
5 |
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
|
5 |
უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე
არს ქუეყანაჲ. |
6 |
უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი
საკრებულო. |
6 |
სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა -
ყოველი ძალი მათი. |
7 |
შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა
უფსკრულები. |
7 |
შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს
საუნჯეთა შინა უფსკრულთა. |
8 |
ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი
სამყაროისა. |
8 |
ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი
დამკჳდრებულნი სოფლისანი. |
9 |
რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს. |
9 |
რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
|
10 |
უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
|
10 |
უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის
გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი; |
11 |
აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი
მისნი. |
11 |
ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა
მისისანი - თესლითი თესლადმდე. |
12 |
ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ
ამორჩეული. |
12 |
ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია
სამკჳდრებელად თჳსად. |
13 |
ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს. |
13 |
ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი; |
14 |
თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს. |
14 |
განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა
სამკჳდრებულთა ქუეყანისათა, |
15 |
მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს. |
15 |
რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის
ყოველნი საქმენი მათნი. |
16 |
მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
|
16 |
არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს
სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა. |
17 |
უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
|
17 |
ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
|
18 |
აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის; |
18 |
აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ
წყალობასა მისსა, |
19 |
რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
|
19 |
ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა
სიყმილსა. |
20 |
ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
|
20 |
ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი
ჩუენდა; |
21 |
რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა
სახელს. |
21 |
რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა
ვესვიდეთ. |
22 |
იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ
იმედს. |
22 |
იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.
|