1 |
მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები
დაიფარა. |
1 |
ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.
|
2 |
ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ
არის სიყალბე. |
2 |
ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ,
არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ. |
3 |
როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
|
3 |
რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა
ჩემითა მარადღე; |
4 |
რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი
შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა. |
4 |
რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე
გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. |
5 |
ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ
ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.
|
5 |
ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ:
აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.
|
6 |
ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ
იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას. |
6 |
ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა,
ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს. |
7 |
შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი
გარს. სელა. |
7 |
შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე;
სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე. |
8 |
გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს
დავიჭერ შენზე. |
8 |
გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი;
ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი. |
9 |
ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და
აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს. |
9 |
ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა;
ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს. |
10 |
მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის
გარემოცული. |
10 |
მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა,
წყალობაჲ გარემოადგეს მათ. |
11 |
იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით
მართლებო. |
11 |
იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ
ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ |