1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს |
2 |
შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით
გამომიხსენი. |
2 |
შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე;
სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე. |
3 |
მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი,
ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. |
3 |
მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ
მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. |
4 |
რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა
მიჩვენე და გამიძეხი. |
4 |
რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და
სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე. |
5 |
გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ
სიმაგრე ჩემი. |
5 |
და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,
|
6 |
შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო
ჭეშმარიტო. |
6 |
რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო
სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. |
7 |
შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს. |
7 |
მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა
ვესავ. |
8 |
ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი
გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. |
8 |
ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ
სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი; |
9 |
და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი. |
9 |
და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი
ჩემნი. |
10 |
შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული
ჩემი და მუცელი ჩემი. |
10 |
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი
ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. |
11 |
რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში.
დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა. |
11 |
რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი
სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
|
12 |
ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან -
მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. |
12 |
ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან
ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.
|
13 |
გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს
ვემსგავსებოდი. |
13 |
დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა
ჭურჭელი წყმედული. |
14 |
რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ
ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს. |
14 |
რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს
შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს. |
15 |
მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
|
15 |
ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი. |
16 |
შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა
ხელიდან. |
16 |
და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა
ჩემთასა და მდევართა ჩემთასა. |
17 |
უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი
წყალობით. |
17 |
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა
შენითა. |
18 |
უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი
და დადუმდნენ ქვესკნელში. |
18 |
უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ
უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად. |
19 |
დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე
- ქედმაღლობით და სიძულვილით. |
19 |
უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა
უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა. |
20 |
რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს
მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. |
20 |
ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ
დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.
|
21 |
შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან,
დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან. |
21 |
დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა;
დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა. |
22 |
კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა
ალყაშემორტყმულ ქალაქში. |
22 |
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა
მტკიცესა. |
23 |
და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან", მაგრამ
შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის. |
23 |
ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან
თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე
შენდამი. |
24 |
შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და
მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. |
24 |
შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს
უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა. |
25 |
გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
|
25 |
მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ
უფალსა. |