1 |
დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი
ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე? |
1 |
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს
ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? |
2 |
თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი
ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან. |
2 |
მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა,
მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. |
3 |
თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი
გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. |
3 |
გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა.
აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ. |
4 |
ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში
ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
|
4 |
ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა
უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და
მოხილვად ტაძარი მისი. |
5 |
რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს
თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს. |
5 |
რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა,
დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, |
6 |
და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და
შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. |
6 |
კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა
მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და
ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. |
7 |
ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
|
7 |
ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და
ისმინე ჩემი. |
8 |
შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი,
უფალო. |
8 |
შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან
ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. |
9 |
ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს.
ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
|
9 |
ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა
შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო,
მაცხოვარო ჩემო. |
10 |
რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე. |
10 |
რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან
შემიწყნარა მე. |
11 |
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი
მტრების გამო. |
11 |
შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენოა
წრფელთა |
12 |
ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს
წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ, |
12 |
მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ
აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა. |
13 |
რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში. |
13 |
მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.
|
14 |
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის
იმედი. |
14 |
დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე
უფალსა. დიდება |