1 |
დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი. |
1 |
შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი. |
2 |
ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
|
2 |
ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე,
|
3 |
ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ
შემცოდველნი. |
3 |
ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა
დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. |
4 |
შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. |
4 |
ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო,
მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე. |
5 |
წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი
ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე. |
5 |
მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ
ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე. |
6 |
გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი
საუკუნოა. |
6 |
მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამვთუ
საუკუნითგან არიან. |
7 |
ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი
გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. |
7 |
ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა
შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო. |
8 |
კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე. |
8 |
რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი
გზასა. |
9 |
წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
|
9 |
უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.
|
10 |
ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა
შემნახველთათვის. |
10 |
ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი
გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა. |
11 |
შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია
იგი. |
11 |
სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან,
რამეთუ მრავალ არს. |
12 |
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად. |
12 |
ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა
სთნდა; |
13 |
მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს
ქვეყანას. |
13 |
სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან
დაიმკჳდროს ქუეყანა. |
14 |
საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
|
14 |
ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ. |
15 |
ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან
იხსნის ჩემს ფეხებს. |
15 |
თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა
ფერჴნი ჩემნი. |
16 |
გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი
ვარ. |
16 |
მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი
მე. |
17 |
განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან. |
17 |
|
18 |
შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი
შეცოდება. |
18 |
იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ
მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი. |
19 |
შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით
შემიძულეს მე. |
19 |
იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ
მომიძულეს მე. |
20 |
შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ
გესავ. |
20 |
იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ
შენ. |
21 |
უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
|
21 |
უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.
|
22 |
იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან. |
22 |
იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა.
|