1 |
საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო
და მისი მკვიდრნი. |
1 |
უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას
შინა. |
2 |
რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი. |
2 |
რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და
მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. |
3 |
ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? |
3 |
ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა
მისსა? |
4 |
ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ
წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია, |
4 |
უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა
სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა. |
5 |
ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი
ღმერთისაგან. |
5 |
ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა
მისისა. |
6 |
ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო
იაკობისა! სელა. |
6 |
ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა
ღმრთისა იაკობისსა. |
7 |
მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო
მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. |
7 |
აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი
და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. |
8 |
ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში
ძლევამოსილი. |
8 |
ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი,
ძლიერი ბრძოლასა შინა? |
9 |
მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო,
რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა. |
9 |
აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი
და შევიდეს მეუფჱ დიდებისა. |
10 |
ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა.
სელა. |
10 |
ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ
დიდებისა. დიდება |