1 |
გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. |
1 |
დასასრულსა, შეწევნისათჳს საცისკროსა, ფსალმუნი დავითისი |
2 |
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან
სიტყვები ჩემი ღაღადისისა. |
2 |
ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე
მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი. |
3 |
ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის
სიმშვიდე ჩემთვის. |
3 |
ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე
არა იღუაწე ჩემთჳს. |
4 |
შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. |
4 |
ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.
|
5 |
შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
|
5 |
შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;
|
6 |
შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ
გაწბილდნენ. |
6 |
შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
|
7 |
მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი
ერისა. |
7 |
ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
|
8 |
ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
|
8 |
ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და
ხრიდეს თავთა. |
9 |
ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
|
9 |
ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
|
10 |
რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
|
10 |
რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის
ძუძუთ ჩემითგან. |
11 |
შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი
ღმერთი. |
11 |
შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი
ხარი შენ, |
12 |
ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
|
12 |
ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე
ჩემდა. |
13 |
ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი
შემომარტყეს. |
13 |
გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
|
14 |
პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს
დადევნებულმა და მბრდღვინავმა. |
14 |
აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და
მყჳრალმან. |
15 |
ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს
დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში. |
15 |
ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი
ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა. |
16 |
გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და
მიმიყვანა სიკვდილის პირას. |
16 |
განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და
მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე. |
17 |
რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის
მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად. |
17 |
რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;
|
18 |
მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
|
18 |
განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი
ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, |
19 |
ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე. |
19 |
განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს
წილი. |
20 |
და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ
გამოეშურე. |
20 |
ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელის
აპყრობად ჩემდა მომხედენ; |
21 |
გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ
შთენილი. |
21 |
იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა მხოლოდშობილებაჲ
ჩემი; |
22 |
მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე. |
22 |
მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე
ჩემი; |
23 |
ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
|
23 |
მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ.
|
24 |
უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და
ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას. |
24 |
მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი
ადიდებდით მას; |
25 |
რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ
მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა. |
25 |
ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა
შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და
ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი. |
26 |
შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე
გადაგიხდი აღთქმულს. |
26 |
შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ,
აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა. |
27 |
ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა;
სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა. |
27 |
ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი,
ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე. |
28 |
გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და
თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა. |
28 |
მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და
თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა; |
29 |
რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
|
29 |
რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
|
30 |
ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე
ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის
გადარჩენა. |
30 |
ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე
დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად. |
31 |
შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
|
31 |
და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას;
|
32 |
მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც
მოიმოქმედა უფალმა. |
32 |
ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა
ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან. |