1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი |
2 |
უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
|
2 |
უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა
შენითა იშუებდეს ფრიად. |
3 |
შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ
უკუაგდე. სელა. |
3 |
გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე
მას. |
4 |
რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი
წმინდა ოქროსი. |
4 |
რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა
გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა. |
5 |
სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
|
5 |
|
6 |
დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება
მიანიჭე მას. |
6 |
დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად
შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა; |
7 |
შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს
წინაშე. |
7 |
რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას
სიხარულითა პირისა შენისაჲთა. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა
არა იძრას. |
8 |
რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ
დაეცემა. |
8 |
|
9 |
შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს
შენს მოძულეებს. |
9 |
იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან
პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი. |
10 |
ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი
რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ. |
10 |
რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა
შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
|
11 |
შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
|
11 |
ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა
კაცთაგან. |
12 |
რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ
შეიძლეს, |
12 |
რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა
ვერ უძლონ დამტკიცებად. |
13 |
ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი
სახისაკენ. |
13 |
რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი
მათი. |
14 |
ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს
ძლიერებას. |
14 |
ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა
შენთა. |