1 |
რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? |
1 |
რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? |
2 |
ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის
წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. |
2 |
შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს
და ცხებულისა მისისათჳს. |
3 |
დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. |
3 |
განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
|
4 |
მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. |
4 |
რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან
შეურაცხ-ყუნეს იგინი |
5 |
მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით
შეაძრწუნებს: |
5 |
მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა
მისითა შეაძრწუნნეს იგინი. |
6 |
მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. |
6 |
ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა
|
7 |
გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს
გშობე შენ; |
7 |
თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ,
და დღეს მიშობიე შენ. |
8 |
მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს -
სამკვიდრებლად. |
8 |
ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და
დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. |
9 |
შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
|
9 |
ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი
შეჰმუსრნე იგინი. |
10 |
ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
|
10 |
და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი
ქუეყანისანი |
11 |
ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. |
11 |
ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. |
12 |
ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან
მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი. |
12 |
მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა
მისგან მართლისა, |
|
|
13 |
რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი
რომელნი ესვენ მას. |