1 |
გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითის |
2 |
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს
გვამცნობს სამყარო. |
2 |
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა
მისთასა მიუთხრობს სამყარო. |
3 |
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს. |
3 |
დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
|
4 |
არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს. |
4 |
არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.
|
5 |
მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე
აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში. |
5 |
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი
მათნი. |
6 |
და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით
ხარობს გარბენას გზისას. |
6 |
მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ
ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა. |
7 |
ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ
კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას. |
7 |
ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ
ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა. |
8 |
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა
ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. |
8 |
შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი
სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი. |
9 |
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა
სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. |
9 |
სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ
უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს
იგი უკუნითი უკუნისამდე. |
10 |
შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი,
მართალნი ერთობ. |
10 |
განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
|
11 |
სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი
თაფლისა და გოლეულისა. |
11 |
გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და
უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა. |
12 |
და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი
დაცვისათვის. |
12 |
და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ
მრავალ. |
13 |
ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან. |
13 |
შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე
მე. |
14 |
ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე;
მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას. |
14 |
და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე
და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა. |
15 |
დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი
გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო. |
15 |
და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა
ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.
|