1 |
გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ
სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან
და საულის ხელთაგან. |
1 |
დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის
გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და
ჴელთაგან საულისთა და თქუა. |
2 |
და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო. |
2 |
შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო,
დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო. |
3 |
უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, -
ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო. |
3 |
ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ
ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი. |
4 |
ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს. |
4 |
ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. |
5 |
გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა
უკუღმართებმა. |
5 |
გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა
შემაძრწუნეს მე; |
6 |
შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები
გადამეღობა. |
6 |
სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი
სიკუდილისანი. |
7 |
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა
ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი. |
7 |
ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ;
შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს
ყურთა მისთა. |
8 |
შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ,
რადგან განრისხდა იგი. |
8 |
და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და
შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. |
9 |
აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან,
ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან. |
9 |
აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და
ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან. |
10 |
დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი. |
10 |
და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.
|
11 |
ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით. |
11 |
და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა
ქართასა. |
12 |
წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე
ღრუბლები, სიბნელე წყლისა. |
12 |
და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი,
ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. |
13 |
მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და
ნაკვერჩხლები. |
13 |
ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და
ნაბერწყალი ცეცხლისა. |
14 |
და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი
სეტყვით და ნაკვერჩხლებით. |
14 |
და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი. |
15 |
გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია. |
15 |
მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და
შეაძრწუნნა იგინი. |
16 |
და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე
დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე. |
16 |
და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა
შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა. |
17 |
გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
|
17 |
გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან
მრავალთა. |
18 |
დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ
იყვნენ. |
18 |
მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ
განძლიერდეს ჩემსა უფროს. |
19 |
აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი
საყრდენი. |
19 |
მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი
განმაძლიერებელ ჩემდა. |
20 |
გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე. |
20 |
და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.
|
21 |
მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე
დამაჯილდოვა. |
21 |
და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა
ჩემთასა მომაგოს მე. |
22 |
ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
|
22 |
რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა
ჩემისაგან; |
23 |
ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ
გადამიხვევია. |
23 |
რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი
მისნი არა განვიშორენ ჩემგან. |
24 |
უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან. |
24 |
და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
|
25 |
და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე
მის თვალთა წინაშე. |
25 |
და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა
ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა. |
26 |
გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად. |
26 |
წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,
|
27 |
ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად; |
27 |
და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო. |
28 |
რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ. |
28 |
რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი
დაამდაბლნე; |
29 |
ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს
სიბნელეს. |
29 |
რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო
ბნელი ჩემი; |
30 |
შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები
გალავანს. |
30 |
რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ
გარდავჴდე ზღუდესა. |
31 |
უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც
მას მიენდობა. |
31 |
ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ;
შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას. |
32 |
რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა
ჩვენი ღმერთისა? |
32 |
რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა
ღმრთისა ჩუენისა? |
33 |
ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს. |
33 |
ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;
|
34 |
ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
|
34 |
განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა
დამადგინა მე. |
35 |
ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს
მკლავებს. |
35 |
განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი
ჩემნი. |
36 |
მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე
შენი წყალობით. |
36 |
და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა
მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან
განმსწავლოს მე. |
37 |
გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
|
37 |
ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი
ჩემნი. |
38 |
დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ
მოვსპობ. |
38 |
ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა
მოესრულნენ. |
39 |
დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ
განირთხმებიან. |
39 |
ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა
ჩემთა. |
40 |
და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს
ფეხქვეშ. |
40 |
და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ
არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე. |
41 |
ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს
მოძულეებს. |
41 |
და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ. |
42 |
იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ
უპასუხებს. |
42 |
ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა ისმინა
მათი. |
43 |
გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში. |
43 |
და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და
ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი. |
44 |
მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც
არ ვიცნობდი, მემსახუროს მე. |
44 |
მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;
|
45 |
ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები
პირფერულად მომეპყრობიან. |
45 |
ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა
ჩემი; |
46 |
უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში. |
46 |
შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და
კელობდეს ალაგთა მათთაგან. |
47 |
უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი -
ჩემი მშველელი. |
47 |
ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი
მაცხოვარებისა ჩემისა. |
48 |
ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს. |
48 |
ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა |
49 |
ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს
წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. |
49 |
და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და
კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე. |
50 |
ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ. |
50 |
ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა
უგალობდე. |
51 |
ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის -
დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე. |
51 |
განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა,
დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება
|