1 |
ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს,
გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან. |
1 |
ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა
ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა. |
2 |
შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.
|
2 |
პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა
ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ; |
3 |
შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს
იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. |
3 |
გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა
ჩემ თანა სიცრუჱ. |
4 |
ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს
ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. |
4 |
რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა
შენთასა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი. |
5 |
გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა
ტერფებმა. |
5 |
დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა შემიბრკუმენ სლვანი
ჩემნი. |
6 |
მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე
ჩემი სიტყვები. |
6 |
მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემ ზედა ყური
შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთა. |
7 |
გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი
მარჯვენით. |
7 |
საკჳრველ-ყავ წყალობა შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან
მარჯუენისა შენისათა. |
8 |
შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე. |
8 |
დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგა თუალისა საფარველსა ფრთეთა
შენთასა, დამიფარო მე |
9 |
ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ
მერტყმიან სულის ამოსახდელად. |
9 |
პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული
ჩემი მოიცვეს |
10 |
ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
|
10 |
და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
|
11 |
ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს
დაგვცენ. |
11 |
განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყუნეს
დადრეკილ ქუეყანად. |
12 |
ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს,
საფარში მჯდომარეს. |
12 |
შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ
ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა. |
13 |
აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული
ბოროტისაგან შენი მახვილით. |
13 |
აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი
უღმრთოთაგან, მახჳლი შენ |
14 |
იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან,
რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა
გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ. |
14 |
მტერთაგან ჴელისა შენისათა, უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ
იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს
ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა, |
15 |
მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი
სახების მზერით. |
15 |
ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა
დიდებისა შენისასა. დიდებაჲ |