1 |
ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში. |
1 |
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. |
2 |
ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო
მისნო. |
2 |
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი
მისნი; |
3 |
ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო
შუქურვარსკვლავნო. |
3 |
აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და
ნათელნი; |
4 |
ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
|
4 |
აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი, |
5 |
ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ. |
5 |
აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან
ბრძანა, და დაებადნეს |
6 |
და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ
გადაუხვევს. |
6 |
და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ
დადვა, რომელი არა წარჴდეს. |
7 |
ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო, |
7 |
აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; |
8 |
ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის
შემსრულებელო, |
8 |
ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ
სიტყუასა მისსა; |
9 |
მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო. |
9 |
მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
|
10 |
მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
|
10 |
მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი
ფრთოვანნი; |
11 |
მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო
ქვეყნისა. |
11 |
მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი
ქუეყანისანი; |
12 |
ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, |
12 |
ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა
უფლისასა, |
13 |
ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი
სიდიდეა ქვეყნად და ცაში. |
13 |
რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა; |
14 |
და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა,
ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი! |
14 |
და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა
თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს
მისა. |