1 |
ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია,
შეშვენის ქება-დიდება. |
1 |
აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაჲ; ღმერთსა ჩუენსა ტკბილ ეყავნ მას
ქებაჲ. |
2 |
ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას
შემოკრებს. |
2 |
აღაშენოს იერუსალჱმი უფალმან და განბნეულნი ისრაჱლისანი შეკრიბნეს,
|
3 |
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. |
3 |
რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული და შეუხჳნნის წყლულებანი მათნი;
|
4 |
დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
|
4 |
რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა და ყოველთავე მათ სახელით
უწესნ. |
5 |
დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია. |
5 |
დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისჴმისა მისისა არა
არს რიცხჳ. |
6 |
გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
|
6 |
შეიწყნარნის მშჳდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე.
|
7 |
გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
|
7 |
აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა,
|
8 |
რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას,
აღმოაცენებს მთებში ბალახს. |
8 |
რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წჳმაჲ ქუეყანასა,
რომელმან აღმოაცენის თივა მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; |
9 |
აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც
მოუხმობენ მას. |
9 |
რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი
ხადიან მას. |
10 |
არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
|
10 |
არა თუ ძლიერებაჲ ცხენისა უნდა, არცა სხჳლბარკალნი მამაკაცისანი
სთნდეს, |
11 |
ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს. |
11 |
არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა
მისთა. |