1 |
ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს
სახელს უკუნითი უკუნისამდე. |
1 |
აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე
ღა უკუნითი უკუნისამდე. |
2 |
ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
|
2 |
ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და
უკუნითი უკუნისამდე. |
3 |
დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია. |
3 |
დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს
დასასრულ. |
4 |
თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
|
4 |
ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა
უთხრობდენ. |
5 |
შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ
საქმეებზე ვილაპარაკებ. |
5 |
დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და
საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ, |
6 |
შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე
ვილაპარაკებ. |
6 |
და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ,
|
7 |
ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს
უმღერებენ. |
7 |
ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა
შენითა იხარებდენ. |
8 |
გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. |
8 |
შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
|
9 |
კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის
ნამოქმედარზე. |
9 |
ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა
საქმეთა მისთა. |
10 |
გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები
გადიდებენ შენ. |
10 |
აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი
გაკურთხევდედ შენ. |
11 |
შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.
|
11 |
დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან
|
12 |
რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
|
12 |
უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა
შენისა. |
13 |
შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.
|
13 |
სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი
ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა
და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. |
14 |
უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში
მოხრილისა. |
14 |
განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი
დაცემულნი. |
15 |
ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის
დროზე. |
15 |
თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.
|
16 |
აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. |
16 |
აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.
|
17 |
მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
|
17 |
მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი
ყოველთა შინა საქმეთა მისთა. |
18 |
ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს
ჭეშმარიტებით. |
18 |
ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან
მას ჭეშმარიტებით. |
19 |
მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და
უშველის მათ. |
19 |
ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და
აცხოვნნეს იგინი, |
20 |
იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს. |
20 |
დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი
მოსრნეს. |
21 |
ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის
წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე. |
21 |
ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი
ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ |