1 |
ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება
შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით. |
1 |
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა,
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; |
2 |
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება
შენს წინაშე ვერც ერთი არსება. |
2 |
და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს
შენ წინაშე ყოველი ცხოველი. |
3 |
რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე,
დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად. |
3 |
რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ
ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. |
4 |
და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
|
4 |
და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული
ჩემი. |
5 |
ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი
ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ. |
5 |
მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა
და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, |
6 |
ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს,
მოსწყურდი შენ. სელა. |
6 |
და სული ჩემი ვითარცა ქუეყანა ურწყული შენდამი. |
7 |
სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს
ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს. |
7 |
მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ
გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
|
8 |
მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ.
მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი. |
8 |
მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე,
უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. |
9 |
გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს. |
9 |
მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე. |
10 |
მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი
კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში. |
10 |
მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული
შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. |
11 |
შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით
გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული. |
11 |
სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა
გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. |
12 |
და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი
ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი. |
12 |
და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი
მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ. დიდებაჲ
|