1 |
გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. |
1 |
დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი. |
2 |
მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან
დამიფარე. |
2 |
განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუჲსაგან
მიჴსენ მე, |
3 |
რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.
|
3 |
რომელთა ზრახეს უსჯულოებაჲ გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა
განაწყობენ ბრძოლათა; |
4 |
მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ.
სელა. |
4 |
აღილესეს ენაჲ მათი, ვითარცა გუელისა, და გესლი ასპიტთა ბაგეთა
მათთა. |
5 |
დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე,
რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას. |
5 |
მიცევ მე, უფალო, ჴელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან
მიჴსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაჲ სლვათა ჩემთა; |
6 |
გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე,
ხაფანგი დამიგეს. სელა. |
6 |
დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერჴთა
ჩემთათჳს და გარემოს ალაგთა საცთური დამიგეს მე. |
7 |
ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი
ვედრებისა. |
7 |
ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა
ჩემისა. |
8 |
უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის
დღეს. |
8 |
უფალო, უფალო, ძალო ცხორებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა
დღესა ბრძოლისასა. |
9 |
ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ
მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა. |
9 |
ნუ მიმცემ მე, უფალო, გულისთქმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს
ჩემთჳს, ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ. |
10 |
თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა. |
10 |
თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან
დაფარნეს იგინი. |
11 |
დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში -
ვეღარ წამოდგნენ. |
11 |
დაეცემოდიან მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დაამჴუნე იგინი
გლახაკობითა, და ვერ დაუთმონ. |
12 |
ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ
მოინადიროს ძირს დასაცემად. |
12 |
კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუვყანასა ზედა, კაცი ცრუჲ ძჳრმან
მოინადიროს განსახრწნელად. |
13 |
ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
|
13 |
უწყი, რამეთუ ყოს უფალმან სასჯელი გლახაკთა და სამართალი
დავრდომილთა. |
14 |
ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი
შენს პირისპირ. |
14 |
ხოლო მართალთა აუვარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკჳდრონ წინაშე
პირსა შენსა. დიდება |