1 |
გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
|
1 |
უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; |
2 |
შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი
ზრახვანი შორიდან. |
2 |
შენ სცან დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი, |
3 |
ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა
გამოიკვლიე. |
3 |
შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; ალაგნი ჩემნი და ნაწილნი
ჩემნი შენ გამოიკულიენ. |
4 |
თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო,
სრულად. |
4 |
და ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა
ჩემსა; |
5 |
უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი. |
5 |
აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისა, შენ
შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი. |
6 |
უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას. |
6 |
საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.
|
7 |
საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? |
7 |
ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე
ვივლტოდი? |
8 |
ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
|
8 |
აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;
|
9 |
ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, |
9 |
აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა
ზღჳსასა, |
10 |
იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი. |
10 |
და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან
შემიწყნაროს მე. |
11 |
და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
|
11 |
და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს
ფუფუნებისა ჩემისა. |
12 |
სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა
სიბნელე და რა სინათლე. |
12 |
რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე,
განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. |
13 |
რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში. |
13 |
რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედისმუცლით ჩემითგან.
|
14 |
გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი
შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. |
14 |
აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან
საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. |
15 |
არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში,
შევნივთდი ქვესკნელში. |
15 |
არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და
სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა. |
16 |
ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი
მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი. |
16 |
რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა
ყოველნივე შთაიწერნენ, დღისი დაიბადენ, და არღარა იყოს ნაკლულოვანებაჲ მათ შორის.
|
17 |
ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო,
რაოდენ დიდია რიცხვი მათი. |
17 |
ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად
განძლიერდეს მთავარნი მათნი. |
18 |
დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.
|
18 |
აღვრაცხნე იგინი, და უფროს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და
მერმეცა მე შენ თანა ვარ. |
19 |
ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
|
19 |
უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით
ჩემგან. |
20 |
რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები. |
20 |
რამეთუ მჴდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამავოებითა
ქალაქნი შენნი. |
21 |
ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს
არ ვედაო? |
21 |
ანუ არა მოძალენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა
განვკაფდი? |
22 |
სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე. |
22 |
სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნეს მე.
|
23 |
გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები
ჩემი. |
23 |
განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და
გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი. |
24 |
ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.
|
24 |
და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისა ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა
მას საუკუნესა. |