photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 133


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.

1 აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
2 ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი. 2 ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა.
3 გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა. 3 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ. დიდებაჲ
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 697 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar