photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 123


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,

1

არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაჱლმან,

2 უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი, 2 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღდგებოდეს ჩუენ ზედა,
3 მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე. 3 ცხოველნიცა ვიდრემე შთამთქნეს ჩუენ, რაჟამს განრისხნა გულისწყრომა მათი ჩუენ ზედა;
4 მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს. 4 წყალთამცა ვიდრემე დამთქნეს ჩუენ,
5 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. 5 ღუარსა განჴდა სული ჩუენი. განჴდამეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?
6 კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის. 6 კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.
7 ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით. 7 სული ჩუენი, ვითარცა სირი, განერა მახისა მისგან მონადირეთასა; საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.
8 ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა. 8 შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა. დიდება
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 731 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar