photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 122


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.

1

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.

2 აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს. 2 აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
3 შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით. 3 მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.
4 საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით. 4 უფროჲსად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაჲთა და შეურაცხებითა ამპარტავანთაჲთა.
კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 718 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar