photo

ფსალმუნი

ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.

More
photo

ფსალმუნი

ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.

More
photo

50 ფსალმუნი

შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

More

ფსალმუნი 10


ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში".

1

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

    2 უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?
2 რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს. 3 რამეთუ, აჰა, ესერა, ცოდვილთა გარდააცვეს მშჳლდსა მათსა და განჰმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რათამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელითა.
3 თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას? 4 რამეთუ, რაჲ-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღჳეს; ხოლო მართალმან რაჲ ყო?
4 უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს. 5 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5 უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. 6 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი.
6 ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი. 7 წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ და სული ნიაღვარისა _ ნაწილი სასუმელისა მათისა.
7 რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს. 8 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან. დიდებაჲ

 

კატეგორია: ფსალმუნები | დაამატა: kiborg (03.10.2011)
ნანახია: 1378 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar