1 |
აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც
ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი, |
|
|
2 |
და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი. |
|
|
3 |
ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი
ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს. |
|
|
4 |
რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება. |
|
|
5 |
აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს,
შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას. |
|
|
6 |
რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი
მავნე საქმეები. |
|
|
7 |
ამიტომ ამბობს უფალი: |
|
|
8 |
მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად
სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი
მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით. |
|
|
9 |
შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ
მოვკითხავ. |
|
|
10 |
აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად
მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე, |
|
|
11 |
არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით,
მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას. |
|
|
12 |
ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით,
რასაც მოუვლენს მას ღმერთი. |
|
|
13 |
ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა,
სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო. |
|
|
14 |
ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა! |
|
|
15 |
რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი
ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში. |
|
|
16 |
დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად
ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ. |
|
|
17 |
მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს, |
|
|
18 |
რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები
შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს. |
|
|
19 |
აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება
მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი
შფოთის გამო. |
|
|
20 |
აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს -
ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა
მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული. |
|
|
21 |
როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ
მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი. |
|
|
22 |
არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი
უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე. |
|
|
23 |
მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და
ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას. |
|
|
24 |
ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი.
|
|
|
25 |
არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს
საწმიდარს, |
|
|
26 |
რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც
სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი. |
|
|
27 |
მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ
დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას. |
|
|
28 |
აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი: |
|
|
29 |
მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით
გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის
გამგონეს. |
|
|
30 |
რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი
ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა
ქვეყნის ნაწილს. |
|
|
31 |
ამის მერე იმძლავრებენ თავიანთი შობის მეხსიერი ურჩხულები და დიდ
ძალასთან შეთქმულნი გაემართებიან მათ დასადევნებლად. |
|
|
32 |
ისინი აირევიან და გაჩუმდებიან მათი ძალის წინაშე და ფეხებს
მიატრიალებენ გასაქცევად. |
|
|
33 |
აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში
და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის.
|
|
|
34 |
აჰა, წამოვლენ ღრუბლები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან
სამხრეთამდე, და მეტისმეტად შემზარავი იქნება მათი სახე, რისხვითა და ქარიშხლით
სავსე. |
|
|
35 |
დაეძგერებიან ერთმანეთს და დაეძგერება მძიმე ქარიშხალი დედამიწას და
სისხლი მახვილისგან წელამდე დადგება, |
|
|
36 |
და ადამიანთა განავალი - აქლემის უნაგირამდე. იქნება დიდი შიში და
ზარი დედამიწაზე, |
|
|
37 |
შეძრწუნდებიან ამ რისხვის მხილველნი და შიში შეიპყრობს მათ. ამის
მერე დაიძრებიან მძიმე ღრუბლები. |
|
|
38 |
სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დანარჩენი ნაწილი კი - დასავლეთიდან.
|
|
|
39 |
მომძლავრდებიან აღმოსავლეთიდან ქარები და ახსნიან მას და ღრუბელს,
რომელსაც რისხვით აღაგზნებენ. და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით. |
|
|
40 |
აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და
ქარიშხალი მთელი დედამიწის და მის მკვიდრთა დასამხობად და გადმოღვრის ყოველ მაღალ
და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს, |
|
|
41 |
ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა
გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები, |
|
|
42 |
რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები
და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული. |
|
|
43 |
ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას. |
|
|
44 |
მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე
ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ
დაიგტირებენ მას. |
|
|
45 |
გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან. |
|
|
46 |
აზიავ, ბაბილონის იმედის მოზიარევ და მისი ალის დიდებავ, |
|
|
47 |
ვაი შენ, საბრალობელო, რომ დაემსგავსე მას! რომ ბოზობით შეამკე შენი
ასულნი შენივე საყვარლების საამებლად და განსადიდებლად, რომელთაც მუდამ სურდათ
შენთან ბოზობა! |
|
|
48 |
საძულველს ბაძავ ყველა მის საქმეში და საქციელში. ამიტომ ამბობს
ღმერთი: |
|
|
49 |
მოგივლენ უბედურებებს, ქვრივობას, სიღატაკეს, შიმშილს, მახვილს და
ჭირს, შენი სახლების გასაპარტახებლად ძალადობითა და სიკვდილით. შენი ძალის დიდება
|
|
|
50 |
დაჭკნება, როგორც ყვავილი, როცა შენზე მოვლენილი არმური შემოგენთება. |
|
|
51 |
დაუძლურდები დიაცთა ხელით ნაცემ-ნაგვემი მათხოვარი ქალივით, რომ
ვეღარ შეძლონ შენი აყვანა ძლევამოსილმა საყვარლებმა. |
|
|
52 |
განა ასეთი შურისმგებელი ვიქნებოდი შენ მიმართ, ამბობს უფალი, |
|
|
53 |
გამუდმებით რომ არ გეხოცა ჩემი რჩეულნი, ხელი რომ არ გქონოდა
აღმართული მათ საგვემად და მთვრალს მათ სიკვდილზე არ გელაპარაკნა? |
|
|
54 |
ხომ დაიმშვენე საკადრისად შენი პირისახე? |
|
|
55 |
შენსავე წიაღშია შენი ბოზობის ჯილდო, ამიტომაც მიიღებ საზღაურს.
|
|
|
56 |
როგორც მოექეცი ჩემს რჩეულებს, ამბობს უფალი, ასევე მოგექცევა შენ
ღმერთი და ბოროტს მიგცემს. |
|
|
57 |
შიმშილით ამოწყდებიან შენი ნაშიერნი და შენც დაეცემი მახვილით,
გაცამტვრდება შენი ქალაქები და ყველა შენიანი მახვილით დაეცემა ველზე. |
|
|
58 |
მთებში მყოფნი შიმშილით ამოწყდებიან, საკუთარ ხორცს დაუწყებენ ჭამას
და სისხლს დალევენ, პურს მოშიებულნი და წყალს მოწყურებულნი. |
|
|
59 |
ზღვებით მოხვალ გაუბედურებული და კვლავ უბედურებას შეემთხვევი.
|
|
|
60 |
გზაში დაანგრევენ უბედურ ქალაქს და აღგვიან მიწის პირიდან შენი
ქვეყნის რომელიღაც ნაწილს და ბოლოს მოუღებენ შენი დიდების წილს, დამხობილი
ბაბილონისკენ გაბრუნებულნი. |
|
|
61 |
ბზესავით გაილეწები მათთვის, ისინი კი ცეცხლად მოგევლინებიან. |
|
|
62 |
და შთანგთქამენ შენ, შენს ქალაქებს, შენს მიწა-წყალს, მთებს, შენს
ტყეებსა და ნაყოფიერ ხეებს გადაბუგავენ; |
|
|
63 |
ტყვედ წაასხამენ შენს შვილებს, ნადავლად წაიღებენ შენს საბადებელს
და შენი სახის დიდებას ბოლოს მოუღებენ. |
|
|