1 |
წიგნი მეორე ეზრა წინასწარმეტყველისა ძისა სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა
ხელკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, |
|
|
2 |
ძისა ახიასი, ძისა ფინხასისა, ძისა ელიასი, ძისა ამარიასი, ძისა
ასიელისა, ძისა მერიმოთისა, ძისა არნასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბორითისა, ძისა
აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, |
|
|
3 |
ძისა აარონისა ლევის მოდგმიდან, რომელიც იყო დატყვევებული მიდიელთა
ქვეყანაში, არტაქსერქსეს, სპარსეთის მეფის დროს. |
|
|
4 |
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი, |
|
|
5 |
წადი და აუწყე ჩემს ხალხს მათი ბოროტმოქმედება და მათი შვილების
უკეთურებანი, ჩემს წინააღმდეგ მომართული, რათა ეუწყოს მათ შვილებს. |
|
|
6 |
რადგან ღვივდება მათში მშობლების ცოდვები; ჩემი დამვიწყებელნი უცხო
ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს. |
|
|
7 |
განა მე არ გავიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან?
მათ კი განმარისხეს მე და შეიძულეს ჩემი რჩევები. |
|
|
8 |
ხოლო შენ მოიკვეცე თმა და დააყარე მას ყოველგვარი უკეთურება, რადგან
არ ემორჩილება ჩემს რჯულს გაჯიუტებული ხალხი. |
|
|
9 |
როდემდის მოვუთმინო მათ, ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია?
|
|
|
10 |
დავამხე მათ განსადიდებლად ურიცხვი მეფე, შევმუსრე ფარაონი, მისი
მორჩილნი და მთელი მისი ლაშქარი. |
|
|
11 |
მრავალი ტომი მათ თვალწინ აღვგავე მიწის პირიდან, აღმოსავლეთში ორი
მხარის - ტვიროსისა და ციდონის ხალხი გავფანტე; მათ მტრებსაც, ყველას გავავლე
მუსრი. |
|
|
12 |
შენ კი უნდა უთხრა მათ: ამას გაუწყებთ-თქო უფალი. |
|
|
13 |
განა მე არ გამოგიყვანეთ ზღვით და მისი მტკიცე გზა გამოგიჩინეთ? მე
არ მოგეცით წინამძღოლად მოსე და მღვდელი აარონი. |
|
|
14 |
დაგიდგინეთ ცეცხლის ნათელი სვეტად და ბევრი სასწაულიც მოგივლინეთ.
თქვენ კი დამივიწყეთ მე, ამბობს უფალი. |
|
|
15 |
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: მწყერი ნიშნად გქონდათ, სიმაგრედ
და საფარველად მოგეცით და იქაც ბუზღუნებდით. |
|
|
16 |
არ ზეიმობდით ჩემთ სახელით თქვენს მტერთა განადგურებას, არამედ დღემდე
ბუზღუნებთ. |
|
|
17 |
სად არის წყალობანი, რაც მოგანიჭეთ? განა უდაბნოში დამშეულნი არ
შემომღაღადებდით? |
|
|
18 |
ამბობდით: ნუთუ დასაღუპად მოგვიყვანე ამ უდაბნოში? განა ეგვიპტელთა
მორჩილება არ გვერჩია ამ უდაბნოში სიკვდილსო? |
|
|
19 |
მე შემაწუხა თქვენმა ოხვრა-კვნესამ და მოგეცით მანანა საჭმელად,
ანგელოზთა პურით გკვებავდით. |
|
|
20 |
განა თქვენთვის არ გავხეთქე ქვა, როცა გწყუროდათ, და არ გადმოჩქეფა
უხვად წყალმა? ხვატისაგან ხეთა ფოთლებით დაგფარეთ. |
|
|
21 |
დაგინაწილეთ ნაყოფიერი მიწები; ქანაანელები, ფერიზეველები და
ფილისტიმელები თქვენს თვალწინ შევმუსრე და მეტი რაღა გიყოთ? ამბობს უფალი. |
|
|
22 |
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: როცა ისხედით უდაბნოში მორეველთა
მდინარის წყლით დარწყულებულნი და გმობდით ჩემს სახელს, |
|
|
23 |
გმობის სანაცვლოდ ცეცხლი არ მომივლენია თქვენთვის, არამედ ძელი
ჩავუშვი მდინარეში და დავატკბე წყალი. |
|
|
24 |
შენ რა გიყო, იაკობ? არ გსურს მორჩილება, იუდა. მეც სხვა ხალხთან
წავალ, მათ მივცემ ჩემს სახელს, რათა დაიცვან ჩემი მცნებები. |
|
|
25 |
რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ
შეგიწყალებთ. |
|
|
26 |
მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის
შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად. |
|
|
27 |
მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი.
|
|
|
28 |
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ
ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები. |
|
|
29 |
რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ -
შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი. |
|
|
30 |
ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ
მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან. |
|
|
31 |
ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები,
ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე. |
|
|
32 |
გიგზავნით ჩემს შვილებს - წინასწარმეტყველებს, თქვენ კი შეიპყრობთ
მათ და ხოცავთ და ხორცს უგლეჯთ; სისხლს მე მოვიკითხავ, ამბობს უფალი. |
|
|
33 |
ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: უკაცრიელია თქვენი სახლი და
გაგფანტავთ, როგორც ბზეს ფანტავს ქარი. |
|
|
34 |
შვილები ვეღარ შექმნიან შთამომავლობას, რადგან უარყვეს ჩემი მცნება
და ბოროტს სჩადიოდნენ ჩემს წინაშე. |
|
|
35 |
მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს
და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს. |
|
|
36 |
წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს. |
|
|
37 |
მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ,
ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს. |
|
|
38 |
ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან
მომავალი, |
|
|
39 |
რომელსაც მივცემ წინამძღოლად აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას,
ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას, |
|
|
40 |
ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც
უფლის ანგელოზადაც არის წოდებული. |
|
|