1 |
ჩვენი ქალაქის დაქცევის ოცდამეათე წლისთავზე ბაბილონში ვიყავი. მოუსვენარი
ვიწექი საწოლზე და ფიქრები აშფოთებდა ჩემს გულს. |
|
|
2 |
რადგან ვიხილე სიონის გაუკაცრიელება და ბაბილონში მცხოვრებთა
კეთილდღეობა. |
|
|
3 |
და შეძრწუნდა ძლიერ ჩემი სული და შევკადრე უზენაესს მოკრძალებული
სიტყვა, |
|
|
4 |
და ვუთხარი: მბრძანებელო უფალო, შენ თავიდანვე, როცა რგავდი მიწას
სრულიად მარტო, უბრძანე მტვერს |
|
|
5 |
და მიეცი ადამს მოკვდავის სხეული, მაგრამ ისიც ხომ შენს ხელთა
ქმნილებაა და შენ ჩაბერე მას სიცოცხლის სული, და ცოცხალი შეიქნა იგი შენს წინაშე.
|
|
|
6 |
შეიყვანე იგი სამოთხეში, რომელიც დანერგა შენმა მარჯვენამ, ვიდრე
მიწა გამოჩნდებოდა. |
|
|
7 |
მცნებად მიეცი შენი გზის სიყვარული, მან კი დაარღვია იგი, და შენ
უმალვე დაუწესე სიკვდილი მას და მის მოდგმას. გაჩნდნენ ხალხები, ერები და ტომები,
რომელთაც სათვალავი არა აქვთ. |
|
|
8 |
დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს
წინაშე და შეიძულა შენი მცნებები. |
|
|
9 |
იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე
ისინი. |
|
|
10 |
თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე
მათთვის წარღვნა. |
|
|
11 |
დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი
მართალი. |
|
|
12 |
როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი
შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს
უკეთურების ქმნა. |
|
|
13 |
და როცა უკანონობას ჩადიოდნენ შენს წინაშე, აირჩიე მათგან ერთი კაცი, სახელად
აბრაამი; |
|
|
14 |
შეიყვარე იგი, და მხოლოდ მას განუცხადე შენი ნება. |
|
|
15 |
მიეცი მას მარადიული აღთქმა და უთხარი, რომ არასოდეს გაწირავდი მის
მოდგმას; მიეცი მას ისაკი და ისაკს მიეცი იაკობი და ესავი. |
|
|
16 |
გამოაცალკგვე შენთვის იაკობი, ესავი კი უარყავი. დიდი სიმრავლე
შეიქნა იაკობი. |
|
|
17 |
გამოიყვანე შენი მოდგმა ეგვიპტიდან და სინაის მთასთან მიიყვანე.
|
|
|
18 |
მოდრიკე ცანი, შეარყიე მიწა და შესძარი სამყარო, შეაძრწუნე
ქვესკნელი და ააფორიაქე წუთისოფელი. |
|
|
19 |
ოთხ კარიბჭეში გაიარა შენმა დიდებამ ცეცხლისა და მიწის, სუნთქვისა
და ყინვის კარიბჭეებში, რათა იაკობის მოდგმისთვის რჯული მიგეცა და სიმტკიცე -
ისრაელის თაობებისთვის. |
|
|
20 |
არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში.
|
|
|
21 |
რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია,
ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა. |
|
|
22 |
მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს
შეეზარდა; განშორდა, რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება. |
|
|
23 |
გამოხდა ხანი და გასრულდა წლები, და შენ აღადგინე შენთვის კაცი
მორჩილი, სახელად დავითი, |
|
|
24 |
და უთხარი მას, აეგო ქალაქი შენს სახელზე და ეკმია შენთვის და
მსხვერპლი შეეწირა. |
|
|
25 |
ასე იყო მრავალი წელი, მაგრამ შესცოდეს ამ ქალაქის მცხოვრებლებმა.
|
|
|
26 |
ყველაფერში ისე იქცეოდნენ, როგორც ადამი და მთელი მისი
შთამომავლობა, რადგან მათაც ბოროტი გული ჰქონდათ. |
|
|
27 |
და შენს მტრებს ჩაუგდე ხელში შენი ქალაქი. |
|
|
28 |
ნუთუ უკეთესად იქცევიან ბაბილონის მკვიდრნი და ამის გამო
გაბატონდებიან სიონზე? |
|
|
29 |
როცა მივედი იქ, ვიხილე უკეთურებანი, რომელთაც სათვალავი არ ჰქონდა;
ბევრი ცოდვილი ჰყავს ნანახი ჩემს სულს ამ ოცდაათ წელიწადში. გულიც მაქვს
შეღონებული, |
|
|
30 |
რადგან ხედავს იგი, როგორ ემხრობი ცოდვილთ, როგორ დაინდე
ბოროტისმოქმედნი, დაღუპე შენი ხალხი, შენი მტრები კი დაიცავი და არ ამხილე. |
|
|
31 |
ვერ ვიხსენებ, როგორ უნდა დაკარგულიყო ეს გზა? ნუთუ ბაბილონი სიონზე
უკეთესად იქცევა? |
|
|
32 |
ან ისრაელის გარდა სხვა ხალხს თუ შეუცვნიხარ შენ? ან რომელმა ტომმა
ირწმუნა შენი აღთქმა იაკობის მსგავსად? |
|
|
33 |
მათი საზღაურიც არ გამოჩენილა, არც მათ საქმეს მოუღია ნაყოფი.
გავედი და მოვიარე ხალხები, ვიხილე ისინი გამდიდრებულნი, მაგრამ არ ახსოვდათ შენი
მცნებები. |
|
|
34 |
ახლა დადე სასწორზე უკეთურებანი - ჩვენიცა და მათიც, წუთისოფელში
რომ ცხოვრობენ; მხოლოდ ისრაელში იპოვება შენი სახელი. |
|
|
35 |
ან როდის არ შეუცოდავს შენს წინაშე დედამიწის მკვიდრს? ან სხვა
რომელ ხალხს დაუცავს შენი მცნებები? |
|
|
36 |
ერთ ვინმეს კი იპოვნი მათ შორის შენს მცნებათა დამცველს, მთელ ხალხს
კი ვერ იპოვნი. |
|
|