1 |
მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე
ერთიანად იქროლებდნენ ქარები, |
|
|
2 |
ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა ელვა, ვიდრე
გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი, |
|
|
3 |
ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა ძალთა
ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი, |
|
|
4 |
ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი დაერქმეოდა ცამყართა
საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები, |
|
|
5 |
ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი
გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი, |
|
|
6 |
მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც
ჩემს მიერ, არა სხვის მიერ. |
|
|
7 |
ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება
წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი? |
|
|
8 |
მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი,
დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი. |
|
|
9 |
ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს
დასაბამი. |
|
|
10 |
რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი
ქუსლი. სხვას ნურაფერს ეძიებ, ეზრა. |
|
|
11 |
ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს
თვალში, |
|
|
12 |
გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა
ნაწილიც გუშინ ღამით განმიცხადე. |
|
|
13 |
მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით აღსავსე ხმა,
|
|
|
14 |
და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც დგახარ. |
|
|
15 |
ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა სიტყვა და
მიწის საფუძველი იგულისხმება. |
|
|
16 |
რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის,
რომ უნდა შეიცვალოს მათი ბოლო. |
|
|
17 |
როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა ლაპარაკობს და
წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური. |
|
|
18 |
თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას, რომ მოვიხილო
მიწის მკვიდრნი, |
|
|
19 |
როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება მოაქვს, როცა
ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე. |
|
|
20 |
როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს
მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას.
|
|
|
21 |
ერთი წლის ჩდილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი
გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან და გაიზრდებიან.
|
|
|
22 |
დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე საცავები
უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან. |
|
|
23 |
ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს, ყველა
შეძრწუნდება. |
|
|
24 |
ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან ერთმანეთს
მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები დადგება და სამ
საათსაც არ იდენს წყალი. |
|
|
25 |
ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც გიწინასწარმეტყველე, თავად
იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი წუთისოფლის აღსასრულს. |
|
|
26 |
იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი,
შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება. |
|
|
27 |
წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. |
|
|
28 |
რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება
ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი. |
|
|
29 |
როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რთშ თანდათან რყევა დაიწყო
მიწამ, სადაც ვიდექი. |
|
|
30 |
მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი. |
|
|
31 |
ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს,
რაც გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე. |
|
|
32 |
შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა ძლიერმა შენი
სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ გჩვეოდა. |
|
|
33 |
ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი და
მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია, |
|
|
34 |
ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც უკანასკნელ ჟამთა
შეცნირას ნუ ესწრაფი. |
|
|
35 |
ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე შვიდი
დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა. |
|
|
36 |
მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და დავიწყე
ლაპარაკი უზენაესის წინაშე. |
|
|
37 |
რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი. |
|
|
38 |
ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს
წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ, |
|
|
39 |
იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის
ბგერა ჯერ არ იყო შენგნით, |
|
|
40 |
მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა
საქმეთა გამოსაჩენად. |
|
|
41 |
მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და
დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით
დარჩენილიყო. |
|
|
42 |
მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ
ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან აღსრულებულიყო შენს
წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება. |
|
|
43 |
გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა. |
|
|
44 |
უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და
უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე. |
|
|
45 |
მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი
და ვარსკვლავთა წყობა. |
|
|
46 |
უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო.
|
|
|
47 |
მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვებული,
წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე. |
|
|
48 |
და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს,
რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის. |
|
|
49 |
მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო
მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი. |
|
|
50 |
გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა მეშვიდე
ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას. |
|
|
51 |
მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ვცხოვრა
იქ, სადაც ათასი მთაა. |
|
|
52 |
ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და შემოინახე იგი
შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ. |
|
|
53 |
მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი,
ნადირი და ქვეწარმავალნი. |
|
|
54 |
ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების
წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი, რომელიც შენ აირჩიე.
|
|
|
55 |
ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს
წუთისოფელი. |
|
|
56 |
ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ არარანი
არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს
მიამსგავსე მათი სიმრავლე. |
|
|
57 |
ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან
შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას. |
|
|
58 |
ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ
გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში. |
|
|
59 |
და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ
მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე? |
|
|