1 |
ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში
მევლინებოდა. |
|
|
2 |
მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც
მოვედი შენთან. |
|
|
3 |
ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე
მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი. |
|
|
4 |
მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის
მსგავსია. |
|
|
5 |
თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი,
ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს? |
|
|
6 |
ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და
ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე. |
|
|
7 |
მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა
მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი. |
|
|
8 |
მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი
კაცის ტერფს თუ დაიტევს. |
|
|
9 |
როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ
ხიფათს არ გაივლის? |
|
|
10 |
ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც. |
|
|
11 |
რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს
მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა. |
|
|
12 |
დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და
სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს. |
|
|
13 |
მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და
უკვდავების ნაყოფის გამომღებია. |
|
|
14 |
ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას,
რაც დაცულია მათთვის. |
|
|
15 |
ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი
რომ ხარ? |
|
|
16 |
რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია? |
|
|
17 |
ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი
რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან.
|
|
|
18 |
რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც
უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს.
|
|
|
19 |
მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი,
უზენაესზე აღმატებული. |
|
|
20 |
დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ
დადებული ღვთის რჯული. |
|
|
21 |
რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც
მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. |
|
|
22 |
მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი
ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება. |
|
|
23 |
მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და
არ სცნეს მისი გზები, |
|
|
24 |
შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი
რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. |
|
|
25 |
ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე -
სავსეთათვის. |
|
|
26 |
აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე:
გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული.
|
|
|
27 |
და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბთროტებებს, თავად
იხლავს ჩემს სასწაულებს. |
|
|
28 |
გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და
გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი. |
|
|
29 |
გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის
მქონებელი ადამიანი. |
|
|
30 |
და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც
ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება. |
|
|
31 |
შვიდი დღის შემდეგ აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, და
დაიღუპება, რაც ხრწნადია. |
|
|
32 |
მიწა გასცემს, რასაც სძინავს მასში, და მტვერს, რომელიც მდუმარედ
ასვენია მასში, და საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს. |
|
|
33 |
გამოცხადდება უზენაესი სამსჯავრიას ტახტზე და გაიფანტება
ცოდო-ბრალნი და სულგრძელობა შენივთდება. |
|
|
34 |
დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და
განმტკიცდება რწმენა. |
|
|
35 |
გაჰყვება მას საქმე და გამოჩნდება საზღაური, იფხიზლებს სამართალი და
ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა. |
|
|
36 |
ვთქვი: პირველმა აბრაამმა ილოცა სოდომელებისათვის, მერე მოსემ ჩვენი
მამა-პაპისთვის, რომლებმაც უდაბნოში შესცოდეს; |
|
|
37 |
მის მერე - ისრაელისთვის იმათ, ვინც იყვნენ ახაზისა და სამუელის
ხანაში; |
|
|
38 |
დავითმა განადგურების გამო, სოლომონმა კი მათთვის, ვინც ტაძრის
საკურთხებლად მოვიდნენ; |
|
|
39 |
ელიამ მათთვის, ვინც წვიმა მიიღო, და მკვდრისთვის, რათა ეცოცხლა;
|
|
|
40 |
ეზეკიამ ხალხისთვის სანქერიბის დღეებში და მრავალმა მრავალთათვის.
|
|
|
41 |
თუ მაშინ, როცა მომძლავრებული იყო ხრწნადი და უსამართლოებანი
მომრავლებული, ილოცეს მართლებმა უკეთურთათვის, ახლაც რატომ არ უნდა იყოს ასე? |
|
|
42 |
მიპასუხა და თქვა: ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება
იშვიათია მასში; ამიტომ ლოცულობდნენ უძლურთათვის. |
|
|
43 |
განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი
მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. |
|
|
44 |
მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება
სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. |
|
|
45 |
მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც
გამარჯვებული გაიწირება. ვუპასუხე |
|
|
46 |
და ვთქვი: ეს არის ჩემი სიტყვა - პირველი და უკანასკნელი: სჯობდა არ მიგეცა მიწა
ადამისთვის, და თუ აძლევდი, ცოდვისგანაც დაგებრკოლებინა. |
|
|
47 |
რას არგებს ადამიანს მწუხარებაში ცხოვრება, თუ სიკვდილს შემდეგ
სასჯელს მოელის? |
|
|
48 |
ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის
ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ. |
|
|
49 |
რას გვარგებს ჩვენ აღთქმული უკვდავება, როცა მოკვდავ საქმეებს
ვაკეთებთ? |
|
|
50 |
რადგან მარადიული იმედია აღთქმული ჩვენთვის, ჩვენ კი, საცოდავნი
ამაოებაში ვართ. |
|
|
51 |
რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის
შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი. |
|
|
52 |
რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა
გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ. |
|
|
53 |
რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც
სიმრთელე და კურნება სუფევს, |
|
|
54 |
ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ
მიქცეულნი. |
|
|
55 |
რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც
თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია. |
|
|
56 |
არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი
მოგველის სიკვდილის შემდეგ. |
|
|
57 |
მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართთას
ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა. |
|
|
58 |
თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას
მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები. |
|
|
59 |
რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი
იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო. |
|
|
60 |
მაგრამ არც მას დაუჯერეს და არც მის მერე მოვლენილ
წინასწარმეტყველთ; არც მე, რომელიც ველაპარაკე მათ. |
|
|
61 |
რადგან არ იქნება მწუხარება მათი დაღუპვის გამო, სიხარული კი იქნება მათ გამო,
რომელთაც გაინაღდეს ხსნა. |
|
|
62 |
ვუპასუხე და ვთქვი: ვიცი, უფალო, რადგან გულმოწყალე ეწოდება
უზენაესს იმისთვის, რომ შეწყალებული ჰყავს ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულან ამ
წუთისოფელში. |
|
|
63 |
და რომ შეიწყალა ისინი, ვინც მოიქცა მისი რჯულისკენ. |
|
|
64 |
რომ დიდსულოვანია, რადგან დიდსულოვნებას იჩენს ცოდვილისადმი, როგორც
თავისი ქმნილებისადმი. |
|
|
65 |
რომ უხვია იგი, რადგან გასცემს, როცა ითხოვენ. |
|
|
66 |
რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ
მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან. |
|
|
67 |
თუ არ გამოაჩინა უხვად თავისი გულმოწყალება, სიცოცხლე მოესწრაფება
წუთისოფელს და მის მკვიდრთ. |
|
|
68 |
რომ გასცემს იგი, რადგან რომ არ გასცემდეს იგი თავისი სიკეთით, რათა
ცოდვები შეუმსუბუქოს ცოდვილთ, ადამიანთა მეათიათასედიც კი ვერ იცოცხლებდა თავიანთი
ცოდვების გამო. |
|
|
69 |
რომ მსაჯულია იგი და თუ არ მიუტევა მათ, ვინც მისი სიტყვით არიან
შექმნილნი, და თუ არ წარხოცა მათი ცოდვების სიმრავლე, უმცირესი ნატამალი თუ
გადარჩებოდა ადამიანთა აურაცხელი სიმრავლიდან. |
|
|