1 |
მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია
წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, |
|
|
2 |
მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი
წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი. |
|
|
3 |
როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა, |
|
|
4 |
მაშინ მიხვდები, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა
დასაბამიდან, რაც შენამდე იყო. |
|
|
5 |
როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე
დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია. |
|
|
6 |
ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია
სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით. |
|
|
7 |
ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა
და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო, |
|
|
8 |
თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას
ჩემგნით; ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწა-წყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან,
|
|
|
9 |
მაშინ შესაბრალისი იქნებიან ისინი, ვინც ახლა არად მიიჩნევენ ჩემს
გზებს და სატანჯველში ჩაცვივდებიან, ვინც სიძულვილით გვერდი აუარეს. |
|
|
10 |
თუმცა არ მცნობდნენ, მაგრამ სიცოცხლეში მაინც იღებდნენ წყალობას
ჩემგან; |
|
|
11 |
სძულდათ ჩემი რჯული, როცა ჯერ კიდევ ჰქონდათ თავისუფლება. |
|
|
12 |
როცა ჯერ კიდევ ღია იყო მათთვის მონანიების ადგილი, მაინც არ
შეიცნეს, არამედ უარყვეს ჩემი რჯული, მაშინ სიკვდილის შემდეგ სატანჯველში მოუხდებათ
შემეცნება. |
|
|
13 |
შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი,
არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის
წუთისთუელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი. |
|
|
14 |
ვუპასუხე და ვთქვი; |
|
|
15 |
ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად
განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, |
|
|
16 |
როგორც ტალღაა მეტი წვეთზე. მიპასუხა და თქვა: |
|
|
17 |
როგორიც ყანაა, თესლიც ისეთია; როგორიც ყვავილებია, ფერებიც ისეთივეა; როგორიც
შემოქმედებაა, შექმნილიც ისეთივეა; როგორიც მიწისმუშაკია, ნახნავ-ნათესიც ისეთივეა.
რადგან წუთისოფლის იყო ჟამი. |
|
|
18 |
როცა მე წუთისოფლის გაჩენამდე, სადაც უნდა ეცხოვრათ, ვქმნიდი მათ,
ვინც ახლა არიან, არავინ იყო ჩემი წინაღმდგომელი. |
|
|
19 |
მაშინაც და ახლაც იქმნება ყოველი ამ გამზადებულ სამყაროში, სადაც
სამკალის ნაკლებობა არ არის და სადაც დაცემულია ზნე რჯულის შესაცნობად. |
|
|
20 |
გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც
წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. |
|
|
21 |
დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის
ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან. |
|
|
22 |
ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და
ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი. |
|
|
23 |
ხოლო შენ თუ დაჰყოფ კიდევ შვიდ დღეს, ოღონდ არ იმარხულებ, |
|
|
24 |
გახვალ ყვავილოვან ველზე, სადაც სახლი არ დგას, და მხოლოდ ველის
ყვავილებით ისაზრდოებ, პირს არ დააკარებ ხორცს და არ დალევ ღვინოს, მხოლოდ
ყვავილებს შეჭამ, |
|
|
25 |
განუწყვეტლივ ილოცებ უზენაესისადმი, მაშინ მეც მოგევლინები და
დაგიწყებ ლაპარაკს. |
|
|
26 |
გავედი, როგორც მითხრა, ველზე, რომელსაც ეწოდება არდათი, და ჩავჯექი
იქ ყვავილებში. მინდვრის ბალახებით ვიკვებებოდი და საკმარისი იყო ჩემთვის ეს
საჭმელი. |
|
|
27 |
შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ თივაზე მწოლარეს წინანდებურად
გულშეშფოთებულს, |
|
|
28 |
გამეხსნა პირი, დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე და ვთქვი: |
|
|
29 |
უფალო, ცხადად გამოგვეცხადე ჩვენ-ჩვენს მამა-პაპას უკაცრიელ,
უნაყოფო უდაბნოში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, და უთხარი: |
|
|
30 |
მისმინე მე, ისრაელ და იაკობის მოდგმავ, ყურად იღე ჩემი სიტყვები.
|
|
|
31 |
აჰა, მე ვთესავ თქვენში ჩემს რჯულს, დაე, გამოიღოს თქვენში ნაყოფი
და განდიდებულ იყოთ მასში საუკუნოდ. |
|
|
32 |
კი მიიღო ჩვენმა მამა-პაპამ რჯული, მაგრამ არ შეინახა და ჩემი
რჯულდებანი არ დაიცვა; მაინც არ დაღუპულა რჯულის ნაყოფი და ვერც დაიღუპებოდა,
რადგან შენი იყო. |
|
|
33 |
დაიღუპნენ რჯულის მიმღებნი და ვერშემნახველნი იმისა, რაც მათში იყო დათესილი.
|
|
|
34 |
აჰა, წესია, რომ როცა მიიღებს მიწა თესლს, ანდა ზღვა - ხომალდს,
ანდა რაიმე ჭურჭელი - საჭმელს ან სასმელს, და განადგურდება ის, რაშიც დათესილია ან
რაშიც ჩაშვებულია რაიმე, |
|
|
35 |
ასევე განადგურდება ყოველი დათესილი ან ჩაშვებული, ან მოთავსებული;
არაფერი შეგვრჩება მისგან; მაგრამ ჩვენთვის ასე არ ხდება. |
|
|
36 |
ჩვენ, რჯულის მიმღებნი, მაგრამ ცოდვილნი დავიღუპებით, და დაიღუპება
ჩვენი გულიც, რომელმაც რჯული მოითავსა. |
|
|
37 |
მაგრამ რჯული არ იღუპება, არამედ რჩება თავის ძალაში. |
|
|
38 |
როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი მარჯვენა
მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი
შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე. |
|
|
39 |
მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი: |
|
|
40 |
რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა: |
|
|
41 |
დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან
მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად. |
|
|
42 |
ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა: |
|
|
43 |
უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი
წელია, ვერ გავაჩინე შვილი. |
|
|
44 |
ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით
უზენაესს ვევედრებოდი, |
|
|
45 |
და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ შეიწყნარა ღმერთმა შენი
მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა
ვაჟი; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ
პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს. |
|
|
46 |
დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი. |
|
|
47 |
და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე
ქორწილის დღე. |
|
|