1 |
ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო
დედისათვის! |
|
|
2 |
ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა,
როგორც მბრძანებელი დაჰპირდა. |
|
|
3 |
მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული
სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ. |
|
|
4 |
როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის
საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო
მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ
თანაგრძნობით. |
|
|
5 |
რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ
თავიანთი შვილები. |
|
|
6 |
მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის
დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული, |
|
|
7 |
და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს
გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა. |
|
|
8 |
მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა
თავისი შვილებისა. |
|
|
9 |
შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ
კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი. |
|
|
10 |
რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა
მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ
და ბოლომდე დაიცვეს რჯული. |
|
|
11 |
თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების
სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება. |
|
|
12 |
პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე
რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა. |
|
|
13 |
ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და
დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ! |
|
|
14 |
ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა
სარწმუნოებაზე. |
|
|
15 |
ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და
ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით
ჩამოკიდებულს. |
|
|
16 |
დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი
დაითმინა! |
|
|
17 |
დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა!
|
|
|
18 |
არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ,
სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა. |
|
|
19 |
არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და
სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში. |
|
|
20 |
როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე
დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების
ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე. |
|
|
21 |
სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა
მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას.
|
|
|
22 |
რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა
სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით! |
|
|
23 |
მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ
სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული. |
|
|
24 |
შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე
კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა. |
|
|
25 |
საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს -
ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას; |
|
|
26 |
ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი
თავისი შვილებისთვის, |
|
|
27 |
მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით, |
|
|
28 |
არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა.
|
|
|
29 |
დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს
და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს! |
|
|
30 |
დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს
მოთმინებით! |
|
|
31 |
ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და
ტალღების მხნედ გადამლახველს! |
|
|
32 |
ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ
ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე
ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი. |
|
|