1 |
ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი
თვითონ გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე. |
|
|
2 |
ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის მძლავრობა
გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე გამოაჩინე. |
|
|
3 |
შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა ჭერმა,
ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს. |
|
|
4 |
მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის იმედი გაქვს,
მტკიცე და შეურყეველი. |
|
|
5 |
თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე აღმატებული,
როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს
და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი, მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში. |
|
|
6 |
რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან.
|
|
|
7 |
რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის სურათის
დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ დაითმინა დედამ
რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო სატანჯველი. |
|
|
8 |
შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები წარწერილიყო მათი
ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში: |
|
|
9 |
აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ შვილთან
ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა, შეებღალა ებრაელთა
ცხოვრების წესი. |
|
|
10 |
მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო
სატანჯველი. |
|
|
11 |
ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ ისინი,
|
|
|
12 |
რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების
ჯილდო კი უკვდავებაა მრავალჟამიერ სიცოცხლეში. |
|
|
13 |
დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს
ძმებმა. |
|
|
14 |
მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და
ადამიანთა ცხოვრება. |
|
|
15 |
გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო
მოასპარაზენი. |
|
|
16 |
ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ
შესძრავდა? |
|
|
17 |
თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი გამძლეობა, |
|
|
18 |
რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან და საუკუნო
ნეტარებაში არიან. |
|
|
19 |
ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო. |
|
|
20 |
პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ
არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი მტერთაგან
დაუძლეველი. |
|
|
21 |
მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს გამოისყიდა ერის
ცოდვები. |
|
|
22 |
ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული მსხვერპლით
იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი. |
|
|
23 |
მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის დამნახავმა
ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად დაუსახა. |
|
|
24 |
ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი; ყველა მტერი
დაამარცხეს მათ და დახარკეს. |
|
|