1 |
ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
|
1 |
უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.
|
2 |
გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. |
2 |
ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით; |
3 |
ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი; |
3 |
ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, |
4 |
რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება. |
4 |
რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად. |
5 |
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. |
5 |
სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით. |
6 |
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. |
6 |
სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ. |
7 |
ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, |
7 |
ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანა-მონამან ჩუენმან უფლისა მიერ, |
8 |
რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, |
8 |
რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა, |
9 |
ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს. |
9 |
ონისიმეს თანა, სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყოს თქუენ. |
10 |
მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, |
10 |
გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანა-ტყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, - რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, - |
11 |
და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. |
11 |
და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ. |
12 |
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. |
12 |
გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა. |
13 |
მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. |
13 |
რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა. |
14 |
მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. |
14 |
გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა. |
15 |
მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. |
15 |
კითხვაჲ არქუთ ლავდიკეთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა. |
16 |
როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. |
16 |
და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ. |
17 |
არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. |
17 |
და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო. |
18 |
მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ. |
18 |
კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ. |